Associated Press ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკა უკრაინას დამატებით 400 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.
პაკეტში შედის რაკეტები სისტემისთვის HIMARS და NASAMS, საარტილერიო საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები Javelin და MANPADS Stinger, პაკეტი ასევე მოიცავს 32 Stryker-ის ჯავშანმანქანას, ნაღმების გასასუფთავებელ აღჭურვილობას, Hydra-70 რაკეტებს, ნაღმმტყორცნებსა და მილიონობით ტყვიას მცირე იარაღისთვის.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დრონებს Hornet, რომელიც დაზვერვისთვის გამოიყენება.
მთლიანობაში შეერთებულმა შტატებმა 41 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
მანამდე, 19 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი.