ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

0
149

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი დღეს, 24 ივლისს გაიმართა. საქმეს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი განიხილავდა.

დაკავებული სოსო მაისურაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თავდასხმა 17 ივნისს გორში მოხდა. ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, “გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა. იმ დროს როცა მანქანაში მარტო დარჩა, ჯაფარიძეს უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მას დაზიანება ჰქონდა სახის არეში. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სასტუმროში, სადაც სემინარი უნდა გამართულიყო მოძალადე ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

მოქალაქე სოსო მაისურაძემ 17 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს თავს ის დაესხა პატრიარქისა და ეკლესიის “შეურაცხყოფისთვის”. სოსო მაისურაძე პოლიციამ იმავე დღეს, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დააკავა.

წინა სტატიაწილოსანი ქართულ-რუსულ უნივერსიტეტზე: ევროპული, ამერიკული უნივერსიტეტები დაარსებულა, არ მახსოვს კითხვა დაგესვათ
შემდეგი სტატიაუკრაინა ბერდიანსკის მიმართულებაზე წინ მიიწევს და კონტრშეტევის მეორე ტალღისთვის ემზადება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური