წილოსანი ქართულ-რუსულ უნივერსიტეტზე: ევროპული, ამერიკული უნივერსიტეტები დაარსებულა, არ მახსოვს კითხვა დაგესვათ

0
174

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსულ ექსპანსიას “არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს.” მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ თემაზე საუბრის მიზანი პანიკის დათესვაა.

წილოსანის მტკიცებით, მმართველ გუნდს დეკლარირებული აქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. წილოსანი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც მარტში “რუსულ კანონს” დაუჭირა მხარი.

“თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რაიმე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ. არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში, ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაცა პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში,” – ამბობს წილოსანი.

ცნობისთვის, საქართველოში პრიმოკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება. მისი თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობისთვის შესაბამის ადგილს უკვე ეძებენ.

წინა სტატიაპოლონეთში 2 პირის დაჭრისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური