მთავარისიახლეები30-ზე მეტი დავა სასამართლოში - სახელმწიფო მაღალჩინოსნების სარჩელები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გახშირდა

30-ზე მეტი დავა სასამართლოში – სახელმწიფო მაღალჩინოსნების სარჩელები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გახშირდა

Published on

სახელმწიფო მაღალჩინოსნების სარჩელები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გახშირდა. პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნეს-პარტნიორი, ირაკლი კობახიძის სიძე და დედა, „ბანკი ქართუ“, კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, 11 მუნიციპალიტეტის მერი – ეს არის მათი არასრული ჩამონათვალი, ვინც მედიას ცილისწამების საბაბით სასამართლოში უჩივის. ამ დროისათვის დაახლოებით 30-ზე მეტი ასეთი დავაა წამოწყებული.

მესამე სექტორის შეფასებით, გავლენიანი პირების გახშირებული საჩივრები სასამართლოში წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედიის დაშინებას ემსახურება.

“მათი მიზანი არის არა საკუთარი პირადი რეპუტაციის დაცვა, არამედ მედიის თავისუფლების შეზღუდვა, თავდასხმა კრიტიკულ მედიასა და ჟურნალისტებზე. პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ისინი ცდილობენ საკუთარი ძალაუფლების ყველა გზებით შენარჩუნებას. გვაქვს მოლოდინი, რომ მედიის თავისუფლების კუთხით, არაერთი სხვა გამოწვევა შეიძლება იყოს უახლოეს პერიოდში. წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის ძალიან დაძაბული და დატვირთულია ამ თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციების კომისია გამოირჩევა რეპრესიული პოლიტიკით კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, შეიძლება მანაც გაააქტიუროს საკუთარი საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში”, – თქვა GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორმა.

საქართველოში ამგვარი სარჩელების მზარდ ტენდენციაზე საუბრობენ ევროპარლამენტშიც, სადაც რამდენიმე კვირის წინ მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა და ამ საკითხზე კენჭი უყარეს რეზოლუციასაც. ამასთან გავლენიანი პირების დავა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ერე-ერთი მიზეზია მათ შრის რის გამოც ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....