მთავარისიახლეებისაზოგადოებაღარიბაშვილი რუსეთის აგენტია" - პასუხი უკრაინიდან

ღარიბაშვილი რუსეთის აგენტია” – პასუხი უკრაინიდან

Published on

მაღალი ტრიბუნიდან ნათქვამი ტყუილი – ასე აფასებს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, თითქოს უკრაინა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იყო. როგორც გონჩარენკო “მთავარ არხთან” საუბარში ამბობს, საქართველოს მთავრობა უკრაინელი და ქართველი ხალხის დაყოფას ცდილობს და ერთადერთი, ვინც ამით კმაყოფილია, პუტინია:

“ეს არის საქართველოს მთავრობის მცდელობა, რომ დაყონ უკრაინელი და ქართველი ხალხი. ეს არის სრული სიცრუე. არსებობს ჩემი საჯარო გამოსვლებიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც მე ვთხოვ კოლეგებს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს და მისცენ კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად მათი ხელისუფლების ქმედებებისა. მთელი ერი არ უნდა გახდეს ერთი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მძევალი და ეს პოზიცია უკავია უკრაინის ხელისუფლებასაც. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი.

რა თქმა უნდა ასეთი განცხადებები აუარესებს ურთიერთობებს, იმიტომ რომ ეს არის ტყუილი, ნათქვამი ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან და ერთადერთი ადამიანი, ვინც კმაყოფილია ასეთი განცხადებების გამო, არის პუტინი. დაყავი და იბატონე არის რუსული სტილი, ამას აკეთებს რუსეთი და ღარიბაშვილი კი მათი აგენტია.” ამბობს გონჩარენკო.

უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება მომხრე, რომ საქართველომ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არამედ ევროკავშირის წევრი გახდეს – საქართველოს ხელისუფლების რუსულ განცხადებებს რადას კიდევ ერთი დეპუტატი, იური კამელჩუკი ეხმაურება და “მთავართან” საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას არ იმსახურებს საქართველოს მთავრობა და არა ქართველი ხალხი:

უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება მომხრე, რომ საქართველომ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არამედ ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს ეხება ქართველ ხალხს, მაგრამ არ ეხება საქართველოს ხელისუფლებას, ისინი არ იმსახურებენ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას. ეს ხალხი არ არის ნამდვილი, ჭეშმარიტი ადამიანური ფასეულობების ერთგული და ამ ხალხმა არ იცის, რა სურთ ქართველებს. ეს არის ხალხი, რომელიც დევნის ოპოზიციონერებს, რომელიც კლავს სააკაშვილს, კავშირებს ამყარებენ რუსეთთან და მათ სანქციების არიდებაში ეხმარებიან.

საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესებით იმოქმედოს, ამიტომ აშანტაჟებს სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს, ევროკავშირს და ამერიკასაც კი, რათა მიიღონ გავლენის დამატებითი ბერკეტები. გარდა ამისა, თუ მათ სურთ, რომ კავშირი შეინარჩუნონ რუსეთთან, ისინი ასეთი ხერხით თავს აწონებენ პუტინის რეჟიმს.

ასე რომ, მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი უარს იტყვიან რუსეთთან თანამშრომლობაზე და არ მოუსმენენ კრემლის მითითებებს, კურსი შეიცვლება და საქართველო დაუბრუნდება რეფორმების გზას, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მხოლოდ მაშინ ვიქნებით ერთად არა მხოლოდ ევროკავშირში არამედ როგორც ცივილიზებული ქვეყნები.” ამბობს იური კამელჩუკი.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...