მთავარისიახლეებიჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას. ამიტომ პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით...

ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას. ამიტომ პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას – ხაბეიშვილი

Published on

„ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას. ამიტომ პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას”- განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სტრატეგია აღმაშენებელთან დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენციის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, საზოგადოებას გაერთიანების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია უახლოეს საათებში ექნება:

„ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას. ამიტომ პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ინფორმაცია თუ როგორ აპირებს მათ შორის ოპოზიცია „რუსული პარტიის“ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ პლატფორმაზე გავძლიერდეთ, უახლოეს საათებში ცხადია კონკრეტული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას თუ როგორი კონფიგურაციით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და ის დაპირება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, რომ ჩვენს პლატფორმაზე ველოდებით ყველა პროდასავლელ ლიდერს, პროდასავლურ პარტიას, ჩვენ შევასხამთ ხორცს, ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ერთობისთვის და ამასვე მოვუწოდებ სხვა ოპოზიციურ პარტიებს თუნდაც ცალკე, „ნაციონალურ მოძრაობის“ გარეშე გაერთიანებისკენ. ჩვენ გადავდგამთ ამ ნაბიჯს,
ჩვენ დავიწყებთ კონკრეტულ თანამშრომლობას და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება საზოგადოებას.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ ენმ-ისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები განცხადებას დღეს, საღამოს 8 საათზენ.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....