მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 509-ე დღე: სად რა ხდებოდა უკრაინაში

ომის 509-ე დღე: სად რა ხდებოდა უკრაინაში

Published on

უკრაინაში ომის 509-ე დღე ოკუპანტებმა ხარკოვზე, ხოლო უკრაინელებმა – ყირიმის ხიდზე შეტევით გამოარჩიეს. ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად ბურჯი დაზიანდა, რის შესახებაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ხიდზე შეტევას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი პასუხი. 

რაც შეეხება ხარკოვის დაბომბვას, ის მსხვერპლით დასრულდა – ერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, უკრაინელმა მეზენიტეებმა ყველა დრონი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც ოკუპანტებმა ქალაქის მიმართულებით გაუშვეს. 

მსხვერპლით დასრულდა ზაპოროჟიის რაიონის სოფელ ტროინის დაბომბვაც – ერთი ადგილობრივი პირდაპირ მისსავე ბოსტანში დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაიჭრა. თავი გამოიჩინეს სამხედრო ექიმთა ჯგუფ “თეთრი ანგელოზის” აწვრებმა – რომ არა ისინი, მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა. 

ამავე დროს, უკრაინელებმა მოკლეს დნეპრის შენაკადებში მცურავი 11 ოკუპანტი, რომლებიც სამი სადაზვერევო-დივერსიული ჯგუფის სახით სამ მოტორიან ნავზე იყვნენ გადანაწილებულნი – ამის შესახებ “სამხრეთის” დაჯგუფების სპიკერი ნატალია გუმენიუკი იტყობინება. მისი თქმით, ოკუპანტები ძალიან ხშირად დაცურავენ დნეპრის დელტებსა და შენაკადებში, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკისა და პირადი შემადგებლობის გადაადგილება გააკონტროლონ, მაგრამ ამჯერად მათი მცდელობა კრახითა და კობზონის კონცერტზე გამგზავრებით დასრულდა. 

დღევანდელი დღის მთავარი ნიუსი კი ის გახლავთ, რომ უკრაინული, ლეგენდარული პოლკის “აზოვის” მეთაური დენის პროკოპენკო, რომელიც 107 მებრძოლთან ერთად მარიუპოლის “აზოვსტალიდან”, უკრაინის სამხედრო ხელმზღვანელობის გადაწყვეტილებით ჩაბარდა ოკუპანტებს, შემდეგ კი “მესამე ქვეყანაში”, ანუ თურქეთში იყო გადაყვანილი, უკრაინაში დაბრუნმდა და დღეს პირველად შეხვდა პოლკ “აზოვის” მებრძოლებს.

სიახლეები

საზმაუს მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვახუშტი მენაბდეს ენმ “ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს

საზმაუს მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვახუშტი მენაბდეს ენმ "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს. ანა წითლიძე სოციალურ ქსელში...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფრომაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან...

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების წინაც ისევ უკრაინის ომის კადრებს იყენებს

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების წინაც ისევ უკრაინის ომის კადრებს იყენებს. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო საიმიჯო...

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტი

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის - ეს ჩვენება თბილისის საქალაქო სასამართლოში...