მთავარისიახლეებისაზმაუს მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვახუშტი მენაბდეს ენმ "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს

საზმაუს მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვახუშტი მენაბდეს ენმ “ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს

Published on

საზმაუს მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვახუშტი მენაბდეს ენმ “ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს. ანა წითლიძე სოციალურ ქსელში სატენდერო ხელშეკრულებებს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, ვახუშტი მენაბდის ძმა და არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე აწერენ ხელს.

“ანუ ჩვენ რომ რუს ქოცებს ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი, სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა ქოცებთან” – წერს ანა წითლიძე.

“თუ რამეს გაბრალებთ გამოდი და უარყავი” – მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ვახუშტი მენაბდეს.

UPDATE : გაინტერესებთ, რამდენს იხდიან მიშას პლაკატის დახევაში და ნაცების დემონიზების მცდელობაში?
იხილეთ 👇
მოკლედ აქ ასეთი ამბავია:)
მინდა ყველამ ნახოთ.
მერე შეხვიდეთ ტენდერების გვერდზე და გადაამოწმოთ საკუთარი თვალებით:)
ეს ერთ-ერთი ხელშეკრულებაა, ასეთი არის მრავალი შპს გურიამშენთან.
ამ ხელშეკრულებას ხელს აწერენ ვახუშტი მენაბდის ძმა და აჩიკო თალაკვაძის ძმა:)
2024 წლის 8 ივლისია ხელშეკრულების დადების თარიღი.
თუ გვერდზე შეხვალთ და დაათვალიერებთ იპოვით აგვისტოში დადებულ ხელშეკრულებებსაც.
მოგებული ტენდერის გაფორმების ხელშეკრულებაა.
ანუ ჩვენ რომ რუს ქოცებს ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი, სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა ქოცებთან.
მენაბდეების ანგარიშზე მილიონობით მოგებული ტენდერი და მენაბდის მარანი:)
Vakhushti Menabde – რა ნაცების რეჟიმი)) თურმე სად ხარ შვილო))
თუ რამეს გაბრალებთ გამოდი და უარყავი”, – წერს ანა წითლიძე.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....