მთავარისიახლეებიმსოფლიოდილა, ბურიატელი მოხალისე: "ძრწოდეთ, "ხოხლებო"!; საღამო, ბურიატელის ქვრივი: "მშვიდობით, დაგვაკლდები!..."

დილა, ბურიატელი მოხალისე: “ძრწოდეთ, “ხოხლებო”!; საღამო, ბურიატელის ქვრივი: “მშვიდობით, დაგვაკლდები!…”

Published on

ბურიატელი მოხალისე, რომელიც უკრაინელებს ემუქრებოდა, საღამოს მუქარის ხასიათზე ვერ იყო, რადგან ბურიატეთში გასაგზავნ შავ პაკეტში განისვენებდა. 

როგორც ჩანს, მისი მოკვლის შესახებ ოჯახმა ცნობა ოპერატიულად მიიღო – მობილიზებულის ქვრივმა საჯარო ნეკროლოგი იმავე საღამოს გამოაქვეყნა. “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში, “ხოხლოპი**რებო!!”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბურიატმა ბოევიკმა და ზურგით მდგარმა, პოსტს ავტომატმოღერებული თავისი ფოტო დაურთო,

თუმცა, არ გაუმართლა: ნაშუადღესვს ის უკრაინელმა მებრძოლებმა მოკლეს, ხოლო საღამოს მისმა ქვრივმა ასევე სოციალურ ქსელში ბოევიკის ზურგიდან გადაღებული ფოტო რამდენიმე სხვა ფოტოსთან ერთად დადო, ცრემლიანი სმაილები დაურთო და დაწერა:

“დაგვაკლდები, გემშვიდობებით სამუდაოდ, გვიყვარხარ” და დაკრძალვის თარიღიც გამოაქვეყნა, რითაც დასტურდება, რომ ბოლო დროს რუსმა ოკუპანტებმა გამოასწორეს მათი ჯარისკაცების მოკვდინების შესახებ ინფორმაციის სწრაფად გაგზავნაში არსებული ხარვეზები და შავი პაკეტებიც მოიმარაგეს. 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...