მთავარისიახლეებიშეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის უმაღლესი რადას მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

შეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი – უკრაინის უმაღლესი რადას მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

Published on

შეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი – უკრაინის უმაღლესმა რადა საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. მიმართვის მიზანს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნა წარმოადგენს. უკრაინის რადა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შესანარჩუნებლად უმაღლესი რადა გეგმავს, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მისცეს საშუალება უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში უფლებამოსილ პირს, დმიტრი ლუბინცს, მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

უკრაინელი დეპუტატები გეგმავენ, მიმართონ ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტებს, რომ მიიღონ შესაბამისი რეზოლუციები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებას და შეწყალებას შეეხება, რითაც დაიცავენ ადამიანის უფლებებს, რომელიც დაცულია საერთაშორისო ნორმებით.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...