2023 წლის 3 თვეში, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის 207 შემთხვევა დაფიქსირდა

0
82

საქართველოში 2023 წლის პირველი სამ თვეში ქალთა მიმართ ძალადობის 207 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ვიგებთ, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან – 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს.

როგორც შსს-ს მონაცემებიდან ირკვევა, ქალების მიმართ ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი. საანგარიშო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 168 ფსიქოლოგიური ძალადობა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე მეტი – 106 შემთხვევა თბილისში მოხდა, 16 შემთხვევა აჭარაში, 13 იმერეთში, კიდევ 13 ქვემო ქართლში, 7 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 კახეთში, 4 შიდა ქართლში, 2 სამცხე-ჯავახეთში, 1 მცხეთა მთიანეთში.

ამავე პერიოდში ფიზიკური ძალადობის 37 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე მეტი – 17 კვლავ თბილისზე მოდის. ფიზიკური ძალადობის 4 შემთხვევა აღირიცხა აჭარაში, 3 აღირიცხა იმერეთში, კიდევ 3 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 ქვემო ქართლში და 2 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

2023 წლის პირველ სამ თვეში სექსუალური ხასიათის ძალადობის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 – თბილისში აღირიცხა, 1 მოხდა აჭარაში და კიდევ ერთი აღირიცხა იმერეთის რეგიონში

ამავე პერიოდში საქართველოს მასშტაბით იძულების 3 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 შემთხვევა აღირიცხა აჭარაში, 1 კი თბილისში.

წინა სტატიათემურ ელიავა და ნიკა ლაშხია პრემია საბა 2023 – ის ფინალისტები არიან
შემდეგი სტატიარადამ მხარი დაუჭირა მიმართვის პროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური