მთავარისიახლეები2012-2022 წლებში საქართველოს 244 966 მოქალაქე დარჩა უცხოეთში, რაც ერთად აღებულ ბათუმისა...

2012-2022 წლებში საქართველოს 244 966 მოქალაქე დარჩა უცხოეთში, რაც ერთად აღებულ ბათუმისა და ზუგდიდის მოსახლეობას აღემატება – ევროოპტიმისტები

Published on

საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა – „ევროოპტიმისტებმა“ მიგრაციასთან დაკავშირებით დღეს პრეზენტაცია გამართეს.

რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე აცხადებენ, რომ დემოგრაფიული კრიზისი გამოიხატება ქვეყნის მოსახლეობის შემცირებით, რაც გამოწვეულია მასშტაბური მიგრაციით და შობადობის კლებით.

მათი თქმით, ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის.

მათივე ცნობთ, 2021-2022 წლებში ქვეყანა 181 153-მა მოქალაქემ დატოვა, ამავე პერიოდში დაბრუნდა საქართველოს 93 931 მოქალაქე, ხოლო 2021-2022 წლებში 87 222 მოქალაქე უცხოეთში დარჩა.

2012 -2022 წლებში საქართველო დატოვა ქვეყნის 779 237-მა მოქალაქემ, ამავე პერიოდში დაბრუნდა 534 271 მოქალაქე, ხოლო ჯამში 2012-2022 წლებში საქართველოს 244 966 მოქალაქე დარჩა უცხოეთში, რაც ერთად აღებულ ბათუმისა და ზუგდიდის მოსახლეობას აღემატება.

რომან გოცირიძის თქმით, 2012-2022 წლებში უცხო ქვეყნის 225 865 მოქალაქე დამკვიდრდა საქართველოში. 2012-2022 წლებში რუსეთის 93 872 მოქალაქე დარჩა საქართველოში, მხოლოდ 2022 წელს კი – 56 369.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...