მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიტიკური დევნა, მედიაგარემო, პროპაგანდა და მესამე პრეზიდენტის საკითხი - ნიკა გვარამია...

პოლიტიკური დევნა, მედიაგარემო, პროპაგანდა და მესამე პრეზიდენტის საკითხი – ნიკა გვარამია ევროდეპუტატებთან შეხვედრაზე

Published on

პოლიტიკური დევნა, მედიაგარემო, პროპაგანდა და მესამე პრეზიდენტის საკითხი – ეს ის თემები იყო, რომლებზეც სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროდეპუტატებთან შეხვედრაზე ნიკა გვარამიამ ისაუბრა:

“აინტერესებდათ პოლიტიკური დევნის შესახებ, მედიის მდგომარეობის შესახებ, პროპაგანდის შესახებ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ამაზე ყველაფერზე ვისაუბრეთ. როგორ ვხედავ გამოსავალს, ესეც იყო მათთვის საინტერესო

ცალკე განვხილეთ მიშა სააკაშვილის საკითხი.

საინტერესო იყო ძალიან და იმედი მაქვს, რომ რამე შედეგს ჩემი ქვეყნისთვის მოიტანს” თქვა ნიკა გვარამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” დამფუძნებელი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ უცხოურ ვიზიტს მართავს.

სტრასბურგში ვიზიტის პირველი დღე ნიკა გვარამიასთან ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაში თითქმის ყველა მძლავრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მოგვიანებით ევროდეპუტატებმა “მთავარი არხის” დამფუძნებელი ვახშამზეც მიიწვიეს მეუღლესთან, სოფო ლილუაშვილთან ერთად, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ნიკას პოლიტიკური პატიმრობის საქმეზე დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...