მთავარისიახლეებისაზოგადოებაარ მესმის მიზეზი, რატომ არ იმყოფება სამიტზე ან პრეზიდენტი ან პრემიერი -იან...

არ მესმის მიზეზი, რატომ არ იმყოფება სამიტზე ან პრეზიდენტი ან პრემიერი -იან კელი

Published on

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა ახსნას, რატომ არ არის ვილნიუსში, ნატოს სამიტზე. მისივე აზრით, გონიერი ხალხი დაასკვნის, რომ საქართველო აღარაა დაინტერესებული თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების სერიოზულად ხელშეწყობით.

“მთავარ არხთან” საუბრისას იან კელი ამბობს, რომ სამიტზე პირველი პირების არყოფნა ქვეყნის მისწრაფებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“ღრმად შემაშფოთებელია ის ფაქტი რომ საქართველოს პირველი პირები არ ესწრებოდნენ ნატოს ისტორიულ სამიტს. ვილნიუსში ბელორუსის ოპოზიციამაც კი გააგზავნა თავისი ლიდერი და მაღალი დონით იყო წარმოდგენილი. ეს არის ძალიან საშიში სტრატეგია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ არც პრეზიდენტი და არც პრემიერი ლიეტუვაში არ იმყოფებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტია, რაც ოდესმე ჩატარებულა. ის ეხება ნატოს გაფართოების საკითხს და ამ დროს საქართველო არ არის წარმოდგენილი მაღალი დონით. ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს ზიანს მიაყენებს და ზოგადად ქვეყნის მისწრაფებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არ მესმის მიზეზი თუ რატომ არ იმყოფებოდა სამიტზე ან პრეზიდენტი ან პრემიერი, ეს როგორ უნდა ახსნას ხელისუფლებამ? – ამბობს იან კელი.

ცნობისთვის ვილნიუსის სამიტი გუშინ, 11 ივლისს გაიხსნა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...