მთავარისიახლეებისტიქიის შედეგად დაიტბორა ხობის სავადმყოფო

სტიქიის შედეგად დაიტბორა ხობის სავადმყოფო

Published on

სტიქიის გამო რთული ვითარებაა სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში – სენაკი-აბაშის ცენტრალურ გზაზე შეფერხებულია მოძრაობა. წყალმა დატბორა სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი მიწები და სხვა სავარგულები. რიგ ადგილებში ჩამოწვა მეწყერი.

სტიქიის გამო რეგიონს ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირიც შეფერხებით მიეწოდება. ადიდებულმა მდინარეებმა და ქარმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხობსა და აბაშაში. ხობის ცენტრალური საავადმყოფო დატბორილია და ვერ ფუნქციონირებს. სასწრაფო დახმარების ჯგუფებს პაციენტები ფოთსა და ზუგდიდში გადაჰყავთ.

სამეგრელოში ამ დროისთვისაც წვიმს. რეგიონში დამატებით გამოძახებულია სამაშველო ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობის დახმარებას ცდილობენ.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...