მთავარისიახლეებისტიქია სენაკსა და აბაშაში - ადგილობრივების თქმით, სოფელ სამიქაოში მცხოვრებლები გარესამყაროს არიან...

სტიქია სენაკსა და აბაშაში – ადგილობრივების თქმით, სოფელ სამიქაოში მცხოვრებლები გარესამყაროს არიან მოწყვეტილები

Published on

სტიქია აბაშაში – ადგილობრივების ცნობით, სამდღიანი ძლიერი წვიმის შედეგად წყალმა სოფელ სამიქაომდე მისასვლელი ხიდი დააზიანა. სამი ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, მათ შორისაა 97 წლის ქალი.

ესმა ბაღათურია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ხიდი სტიქიამ ერთი წლის წინაც დააზიანა, თუმცა ხელისუფლებამ თქვა, რომ შესაბამისი თანხები არ ჰქონდათ რეაბილიტაციისთვის.

“თითქმის ერთ მეტრამდე ავიდა წყალი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. […] მდინარემ ხიდი მთლიანად წაიღო. 3 ოჯახი არის მოწყვეტილი”, – ამბობს ესმა ბაღათურია.

წყალდიდობაა სენაკშიც, ნოქალაქევში სადაც წყალმა ცენტრალური გზა დატბორა.

მოსახლეობა დახმარებას და ადგილზე სამაშველო ჯგუფების მისვლას ითხოვს.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...