11 ივლისის მდგომარეობით, უკრაინის არმია მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებზე შეტევებს აგრძელებს და პოზიციებს იმყარებს.
“ბახმურტის ჩრდილოეთიდა და სამხრეთის მიმართულებით უკრაინელები წარმატებულ ოპერაციებს ატარებენ”, – მოჰყავს გენშტაბის წარმომადგენლის ანდრეი კოვალენკოს ციტატა Military Media Center-ს.
ამ სამ მიმართულებაზე პოზიციების გამყარების შემდეგ უკრაინელი სამხდეროები მიმართავენ მოწინააღმდეგის პოზიციების წერტილოვანი საარტილერიო დამუშავების მეთოდს, რათა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარონ, ხოლო მოწინააღმდეგე უფრო შორს განდევნონ.
11 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან შეუტიეს, პრიმორსკ-ახტარსკის მიმართულებაზე ირანული წარმოების “შაჰიდები” გამოიყენეს, სულ 28 დრონი-კამიკაძე იყო ჩართული, – იტყობინება გენშტაბი.
უკრაინელმა მეზენიტეებმა 26 იმპაქტიანი უპილოტო საფრენი აპარტატი და ერთი სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.
გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს მიკოლაივის ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს. ასევე, მტერმა განახორციელა 48 საჰაერო დარტყმა და 60-მდე ჭურვი გაისროლა რეაქტიული ცეცხლის სისტემებიდან, ჩვენი ჯარებისა და დასახლებების პოზიციების მიმართულებით. სამწუხაროდ, განადგურებული ინფრასტრუქტურის გარდა, დაზარალდნენ სამოქალაქო პირები.
უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია.
მოწინააღმდეგის ძირითადი შეტევითი ძალისხმევა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა მერინსკის მიმართულებითაა გადატანილი, სდააც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
პარტიზანული მოძრაობა “ატეში” იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ძარალი მიაყენეს კადიროველთა დაჯგუფებას:
“ZSU-მ გაანადგურა კადირიოველთა ჯგუფი ბახმუტის მისადგომებთან, საიდანაც ისინი მობილიზებულებზე არანაკლები სისწრაფით გარბიან, ტოვებენ პოზიციებს”, – ნათქვამია პარტიზანული მოძრაობის განცხადებაში.
“იქ უკვე ათეულობით მოკლული და დაჭრილი კადიროველია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.