მთავარისიახლეებიზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 200 000 ბავშვის ადგილსამყოფელი უცნობია

ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 200 000 ბავშვის ადგილსამყოფელი უცნობია

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 200 000 უკრაინელი ბავშვია დაკარგული.

“უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩვენ არ ვიცით, სად არის 200 000 ბავშვი. ზოგი მათგანი დეპორტირებულია, ზოგი ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ცოცხალი”, – თქვა ზელენსკიმ, ბულგარეთში ქვეყნის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს, გაცემულ ორდერს გმობს და აცხადებს, რომ ქვეყანა ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...