მთავარისიახლეებიერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს

ერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს

Published on

თანამოსაყდრის მკვლელობის მცდელობა – “მთავარი არხისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს. ამ ინფორმაციას ჩვენ კონფიდენციალური წყაროები გვაწვდიან და გვიყვებიან მომხდარის დეტალებს. დიდი ალბათობით პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

მკვლელობის მცდელობის ნამდვილობას სხვა ფაქტებიც ადასტურებს – მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოც და საგამოძიებო ორგანოებიც მალავენ ინფორმაციას, ჩვენთვის ცნობილია, რომ საპატრიარქოში თვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდა გამოძიების ფარგლებში.

შიდა მოკვლევა აქვს დაწყებული თავად ეკლესიის მმართველ ორგანოს. რამდენიმე მეუფე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ სმენია თანამოსაყდრე შიოს მოწამვლის მცდელობის შესახებ.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...