მთავარისიახლეებიგამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით - კობახიძე

გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით – კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია მესამე პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა. მისივე თქმით, იმ ნაბიჯის ფონზე, რაც უკრაინის მხრიდან უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარაა საინტერესო.

“აღარ არის უკვე საინტერესო, იმ ნაბიჯის ფონზე რაც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარ არის საინტერესო. სამწუხარო რეალობაა. რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციების ვერ დაიწყება. [კონსულტაციებსაც არ გამართავთ ელჩთან?] აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით”, – თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულის გამო, ღრმა შეშფოთება გამოხატა და უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას “საშინაო საქმეებში ჩარევა” უწოდა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...