“რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს მიხეილ სააკაშვილს…” – ზელენსკი

0
170

“სწორედ ახლა, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით ჰკლავს მიხეილ სააკაშვილს”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრ დმიტრო კულებას დაავალა, საქართველოს ელჩი გამოიძახოს, კატეგორიული პროტესტი განუცხადოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის გამო და შესთავაზოს ხელისუფლებას მოლაპარაკების დაწყება უკრაინისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადასაცემად, მკურნალობის მიზნით:

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს უკრაინას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, მასზე ზრუნვისა და გადაუდებელი მკურნალობის მიზნით. ასევე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს მიმართონ მათ [საქართველოს ხელისუფლებას] არ უგულებელჰყონ სიტუაცია და გადაარჩინონ ეს ადამიანი (მიხეილ სააკაშვილი, – რედ.). 

არცერთ სახელმწიფოს ევროპაში, არა აქვს უფლება, ადამიანი დასაჯოს სიკვდილით, რადგან სიცოცხლე მთავარი და საბაზისო ევროპული ღირებულებაა”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურ გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პირველად თებერვლის შემდეგ, საჯაროდ გამოჩნდა – ის სასამართლო პროცესზე ონლაინ რეჟიმში ჩაერთო. სასამართლო 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის კადრებს განიხილავდა.

დაკავების დროს, 2021 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი 116 კგ-ს იწონიდა, თებერვალში კი 67 კგ-ს. ამ დროისთვის კი მისი წონა შედარებით ნაკლებია.

წინა სტატიაშემაძრწუნებელი – ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური