მთავარისიახლეებისაზოგადოება50 წლის კაცს, რომელმაც 13 წლის გოგო დააორსულა, პატიმრობა შეუფარდეს

50 წლის კაცს, რომელმაც 13 წლის გოგო დააორსულა, პატიმრობა შეუფარდეს

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ამასთან, ბრალდებულის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს და ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.

“ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ საერთოდ არ გამოეყენებინათ აღმკვეთი ღონისძიება სასამართლოს, ან ალტერნატივის სახით გამოეყენებინათ გირაო და სხვა შემზღუდავი სახის ღონისძიებები, თუმცა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა და გამოიყენა პატიმრობა.

ბრალდებული ესწრებოდა სხდომას, მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ ადგილი აქვს ცილისწამებას, თქვა, რომ ყველაზე მეტად ის არის დაინტერესებული შედეგით, რათა დადგინდეს ექსპერტიზის დასკვნით მისი უდანაშაულობა.

ის კატეგორიულად აცხადებს, რომ მას არანაირი შეხება ამ ბავშვთან არ ქონია და არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაც მას ბრალად შეერაცხა,”-აცხადებს ბაჩუკი ყურაშვილი.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...