ზმეინი ოდესის ოლქში შემავალი კუნძულია და 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული.
კუნძული აქტიური სამიზნე გახდა უკრაინელებისთვის და იქ ოკუპანტები ყოველდღიურად განიცდიდნენ დიდ დანაკარგს, რის გამოც იძულებულნი გახდნენ, კუნძული დაეტოვებინათ, თუმცა ეს “კეთილი ნების ჟესტად” მონათლეს.
სწორედ აქ წარმოითქვა ლეგენდარული ფრაზა რუსული სამხედრო ხომალდის მისამართით.