მთავარისიახლეებიმსოფლიოადვილი გასაგებია, რატომ ვერ მიიწევს წინ სწრაფად უკრაინა კონტრშეტევის დროს - კირბი

ადვილი გასაგებია, რატომ ვერ მიიწევს წინ სწრაფად უკრაინა კონტრშეტევის დროს – კირბი

Published on

თეთრ სახლში კარგად ესმით, რატომ ვერ მიიწევს უკრაინა წინ იმ ტემპით, როგორითაც კონტრშეტევის წარმართვას ყველა ელოდა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ ამ ჯერზე ოკუპანტები ნამდვილად კარგად მოემზადნენ თავდაცვისთვის.

მისი თქმით, ზოგ მიმართულებაზე ოკუპანტებს მინიმუმ, სამი თავდაცვითი ზღუდე აქვთ გაკეთებული, რომელთაგან თითოეული რამდენიმეკილომეტრიანია სიღრმეში.

“სამხედრო ისტორიის მცოდნე ნებისმიერი სტუდენტიც კი გეტყვით, რომ თავდაცვა – ომის უფრო ძლიერი მხარეა, ამიტომ, ცხადია, უკრაინელებს უწევთ ამ თავდაცვითი ზღუდეების გასავლელად ბრძოლა, ამან კი, როგორც თავად პრეზიდენტი ზელენსკი, მისსავე ანალიზზე დაყრდნობით ხშირად ამბობს, წინსვლა შეანელა და ეს ბუნებრივია”, – გასნაცხადა კირბიმ.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...