რუსეთში საქმე აღძრეს უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი ჯარისკაცების წინააღმდეგ, მათ შორის ქართველების

0
205

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 160 უცხოელი მებრძოლის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა TASS ავრცელებს.

TASS-ის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათ შორის, ქართველი მებრძოლების წინააღმდეგაც.

“რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად, შეგროვდა მტკიცებულებები ქართველი, ამერიკელი, ლატვიელი, შვედი და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მებრძოლების ომში მონაწილეობის შესახებ. ამჟამად, 33 ქვეყნიდან 160 უცხოელის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა”, – ციტირებს TASS საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას.

საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ჯგუფებთან თანამშრომლობისთვის სისხლის სამართლის დევნა სხვა უცხოელი მებრძოლების წინააღმდეგ აქამდეც მიმდინარეობდა.

წინა სტატიარუსეთიდან, სადაც აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება მაღალია, ბევრი ადამიანი შემოვიდა, გასათვალისწინებელია საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი – ბუწაშვილი
შემდეგი სტატიადინამო ზუგდიდი 28 ივნისს გონიოსთან გამართულ მატჩში 14:1 დამარცხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური