მთავარისიახლეებიდავახასიათებდი, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას - წულუკიანი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

დავახასიათებდი, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას – წულუკიანი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

Published on

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლაად აფასებს. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა.

“გვარამიას შეწყალება, მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ეს ალბათ პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აღქმა ამ გადაწყვეტილების, არის როგორც, დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას, და ხელყოფას იმ მთავარი ფუნდამენტისა სამართლებრივი სახელმწიფოსი, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა”, – თქვა წულუკიანმა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...