მთავარისიახლეებიმსოფლიოენგურისა და ფახულანის ხიდები ცალმხრივად ჩაკეტილია

ენგურისა და ფახულანის ხიდები ცალმხრივად ჩაკეტილია

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ენგურისა და ფახულანის ხიდები ცალმხრივად ჩაკეტეს.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, დღეს დილიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ატარებენ მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებს და მათ, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტუმრად იმყოფებოდა. ადგილობრივებისთვის ხიდი კი ჩაკეტილია.

თუ რა გახდა ხიდის ჩაკეტვის მიზეზი, უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს შესაძლოა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდეს.

ამას გარდა, სასაზღვრო ჯარების მეთაურის გენერალ დბარის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო ძალები სრულ სასბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...