მთავარისიახლეებიპოლიტიკავბლოკავთ და ვაკონტროლებთ როსტოვს, მივდივართ მოსკოვისკენ - პრიგოჟინი

ვბლოკავთ და ვაკონტროლებთ როსტოვს, მივდივართ მოსკოვისკენ – პრიგოჟინი

Published on

23 ივნისს დაწყებული სამხედრო არეულობის შემდეგ ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს ქალაქ დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ), როსტოვის ადმინისტრაციისა და პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობები.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ჯავშანტექნიკა და მებრძოლები, რომლებიც შენობებს მიზანში იღებენ. როსტოვის გუბერნატორი, ვასილი გოლუბიოვი მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

“ვაკონტროლებთ როსტოვის სამხედრო ობიექტებს, მათ შორის, აეროდრომს”, ამბობს პრიგოჟინი და დასძენს:

“ამასთან, ჩვენ ხელს არ ვუშლით შტაბის და სამხედროების საქმიანობას, აქ ვართ იმისთვის, რომ ავიადარტყმები არა ჩვენს, არამედ უკრაინელების პოზიციებზე განხორციელდეს, ამიტომ არ დაიჯეროთ, როცა მოგიყვებიან, რომ ჩვენ აქ ვინმეს ხელი შევუშალეთ. მდგომარეობა ფრონტზე კატასტროფულია, დანაკარგი სამჯერ, ოთხჯერ მეტია, ვიდრე ტელევიზორში აცხადებენ, რუსეთის დანაკარგი ყოველდღიურად 1000-ზე მეტი სამხედროა, ამ მონაცემებში შედიან მოკლულები, დაჭრილები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და ისინი, ვინც ყოველდღიურად უარს ამბობენ ბრძოლებში მონაწილეობაზე”, – ამბობს “ვაგნერის” შეფი.

“ბრძოლები იმ ადგილებში მიმდინარეობს სადაც სამხედრო ხელმძღვანელობა მებრძოლებს არასწორ ინფორმაციას აწვდის და ამის გამო ხდება შეტაკებები. იქ სადაც სამხედროები გვხვდებიან, როსგვარდია ან მილიცია, სიხარულით გვართმევენ ხელს და ბევრი ამბობს, რომ ჩვენთან ერთად წამოსვლა უნდათ. უკვე 60-70 კაცი შემოგვიერთდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დიდი გზა არ გაგვივლია. ვფიქრობ არმიის ნახევარი მზად არის გამოგვყვეს”. – ამბობს პრიგოჟინი კითხვის პასუხად, გაუჭირდათ თუ არა შტაბის აღებეა. მისივე თქმით, მოსკოვის ტრასაზე ორი ვერტმფრენი უკვე ჩამოაგდეს, ხოლო როსტოვში ჩამოსული სერგეი შოიგუ ლაჩრულად გაიქცა. 

ყურადღება!

აქ ახლდება ნიუსები ყოველ 3-5 წუთში ერთხელ, ყველაფრის აქეთ გადმოტანას ვერ ვასწრებ, ამიტომ მიადევნეთ თვალი ჩვენს ტელეგრამ არხს, გამოიწერეთ:

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...