მთავარისიახლეებისაზოგადოებავაკონტროლებთ როსტოვის ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომსაც

ვაკონტროლებთ როსტოვის ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომსაც

Published on

“ვაგნერის” დამფუძნებელთან დაკავშირებული ტელეგრამ არხები ავრცელებენ ვიდეოს, რომლის მიხედვითაც, ევგენი პრიგოჟინი “აწარმოებს მოლაპარაკებებს” თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს-ბეკ ევკუროვთან და გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ალექსეევთან.

პრიგოჟინი ევკუროვს აცნობებს, რომ “ვაგნერელებმა” მესამე ვერტმფრენი ჩამოაგდეს და “გაგზავნის შემთხვევაში ყველაფერს ჩამოაგდებენ”. ევკუროვი ამ სიტყვებზე ხვნეშის. ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ძნელად გასარკვევ ფრაზას წარმოთქვამს, წინადადება მთავრდება სიტყვებით – “მოდით ვიფიქროთ რა ვქნათ”.

საპასუხოდ პრიგოჟინი ამბობს, რომ ადგილზე გენშტაბის უფროსის და სერგეი შოიგუს ნახვა უნდა.

“სანამ ისინი აქ იქნებიან, ჩვენ ვბლოკავთ ქალაქ როსტოვს და მივდივართ მოსკოვში”, – ამბობს პრიგოჟინი.

ცოტა ხნის შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ ის შტაბშია და რომ დილის 7:30 საათია. მისი თქმით, აკონტროლებენ როსტოვის სამხედრო ობიექტების, მათ შორის აეროდრომს.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...