მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთში მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო - თეთრი სახლი

რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო – თეთრი სახლი

Published on

“ვაკვირდებით სიტუაციას… რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ადამ ჰოჯი საუბრობს, რომლის განცხადებასაც CNN ავრცელებს.

„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და გავმართავთ კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ამ მოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ჰოჯის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის დაძაბულობაა. სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია “ვაგნერის” ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.

პრიგოჟინის ბრალდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ “ვაგნერის” ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები “რეალობას არ შეესაბამებოდა”.

სწორედ პრიგოჟინის ამ განცხადებებზე აღძრა საქმე რუსეთის ФСБ-მ და თქვა, რომ მიზეზი “შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაა”. მოგვიანებით, პრიგოჟინზე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის პროკურატურამაც აღძრა.

ამ დროისთვის, მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება. მანამდე ქალაქში “ციხის გეგმა” გამოცხადდა.

მოგვიანებით, პრიგოჟინმა მორიგი მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ თავის არმიასთან ერთად როსტოვში შედიოდა: “ახლა როსტოვში შევდივართ… თუ ვინმე გადაგვიდგება გზაზე, გავანადგურებთ”. ამის შემდეგ კი რუსებმა როსტოვის შესასვლელები გადაკეტეს.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...