მთავარისიახლეებიარ გამიკვირდება, EU-ს სანქციების სიაში საქართველოს მთავრობის წევრები, მათთან დაახლოებული ბიზნესმენებიც ვიხილოთ...

არ გამიკვირდება, EU-ს სანქციების სიაში საქართველოს მთავრობის წევრები, მათთან დაახლოებული ბიზნესმენებიც ვიხილოთ – გონჩარენკო

Published on

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში საქართველოს მთავრობის წევრები და მთთან დაახლოებული ბიზნესმენებიც მოხვდებიან. ასე ეხმაურება ის რუსულ “რიაზე” გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც კრემლმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა ლარსის გამშვები პუნქტის დახმარებით გაარღვია.

“რუსეთი ცდილობს დაწესებული სანქციების გვერდის ავალას, ამისთვის ეძებს საშუალებებს და გზებს ჰქონდეს წვდომა ისეთ ტექნოლოგიებთან, რომლებიც ომის წარმოებისთვის სჭირდება და ეს ეკონომიკის კუთხითაც. ნათელია, რომ ასეთ გზას რუსეთი დღევანდელ საქართველოში ხედავს, განსაკუთრებით იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც დღეს საქართველოს სათავეშია. როცა ვხედავთ, როგორ აღდგა ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის, გვესმის, რომ ეს ეხება არა მარტო ადამიანების გადაყვანას, არამედ აქ იგულისხმება იმ ტვირთების გაზიდვა, რაც რუსეთს ომისთვის სჭირდება.

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი სწორედ იმათ ეხება ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, არ გამიკვირდება, რომ ამ სიაში საქართველოს მთავრობის წევრები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენებიც ვიხილოთ”, – თქვა გონჩარენკომ.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...