მთავარისიახლეებიპატიმრობა შეეფარდა 4 პირს, რომლებიც უცხოური კომპანიების კუთვნილ 655,808 დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ

პატიმრობა შეეფარდა 4 პირს, რომლებიც უცხოური კომპანიების კუთვნილ 655,808 დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ

Published on

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო.

როგორც მტკიცებულებებით დადგინდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონო წვდომა მოიპოვეს უცხოური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაზე და მათი კონტრაგენტი საწარმოების იდენტური დასახელების იურიდიული პირები დააფუძნეს საქართველოში.

მსჯავრდადებულებმა და მათთან კავშირში მყოფმა პირებმა, სინგაპურში, აშშ-ში, ინდოეთსა და საფრანგეთში კომპანიებს ცრუ შეტყობინებები და გასაწევი მომსახურებების/შესაძენი საქონლის ღირებულება, მოტყუებით გადმოარიცხვინეს საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე.

საერთო ჯამში, დამნაშავეები არარეზიდენტი კომპანიების კუთვნილ 655,808 აშშ დოლარს დაეუფლნენ.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონო წვდომა მოიპოვეს უცხოური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაზე და მათი კონტრაგენტი საწარმოების იდენტური დასახელების იურიდიული პირები დააფუძნეს საქართველოში.

მსჯავრდებულებმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და საფრანგეთში ოპერირებად კომპანიებს, რომელთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ ელექტრონული ფოსტის მიმოწერიდან, კონტრაგენტი საწარმოების სახელით გაუგზავნეს ცრუ შეტყობინებები და გასაწევი მომსახურების/შესაძენი საქონლის ღირებულება, მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2020 წლის განმავლობაში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ არარეზიდენტი კომპანიების კუთვნილ ჯამში 655 808 აშშ დოლარს.

გამამტყუნებელი განაჩენით ოთხივე მსჯავრდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ,” – წერს საქართველოს პროკურატურა.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...