მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირი მზადაა უკრაინას 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი შესთავაზოს

ევროკავშირი მზადაა უკრაინას 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი შესთავაზოს

Published on

ევროკავშირმა გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინას შესთავაზოს 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ ევროკომისიის წინადადება ხელს შეუწყობს უკრაინის მთავრობის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას და გადაუდებელი რეკონსტრუქციის პრიორიტეტების ხარჯების გადახდას.

გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი გამოცხადდება სამშაბათს ლონდონში გამართული კონფერენციის წინ, სადაც დონორები უკრაინის აღდგენაზე იმსჯელებენ.

უკრაინის წინა ფინანსური პაკეტებისგან განსხვავებით, გეგმა დაფინანსდება წევრი ქვეყნების შენატანებით და არა საბაზრო სესხებით, თქვა ანონიმურმა წყარომ.

Bloomberg-ის ცნობით, პაკეტის ნაწილი მოხმარდება უკრაინის მიმდინარე ხარჯებს, როგორიცაა ხელფასები, პენსიები და სოციალური შეღავათები.

არსებული ცნობებით, 50 მილიარდი ევრო გამოიყოფა გრანტებისა და შეღავათიანი სესხების სახით, მაგრამ იმ პირობით, რომ უკრაინა ქვეყანაში არაერთ რეფორმას განახორციელებს, მათ შორის ანტიკორუფციულს.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...