მთავარისიახლეები"არა რუსულ მთავრობას! ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას!" - 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია იგეგმება

“არა რუსულ მთავრობას! ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას!” – 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია იგეგმება

Published on

“არა რუსულ მთავრობას – სამოქალაქო დაუმორჩილებლობა” – დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქალაქეები ყოველდღიურად არაერთ პრობლემას აწყდებიან – დაშინება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, რუსეთიფიკაცია, უმუშევრობა, ემიგრაცია თუ სხვა, ხელისუფლება კი მოსახლეობას აიძულებს ეს ყველაფერი აიტანოს.

ორგანიზატორები წერენ, რომ დროა მოქმედება დაიწყოს არა პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ პრობლემის გამომწვევი მექანიზმის მოსაშლელად.

“დაკავებები, რუსული კანონები, რუსული ფრენები და სხვა მრავალი პრობლემა… მიზეზი?

მიზეზი ერთია – რუსული ხელისუფლება,” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ აქციის ორგანიზატორი ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, უნივერსიტეტი, სტუდენტი და ყველა აქტიური, დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეა.

კი „ქართული ოცნება“ ნამდვილად ატარებს რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის დასავლური კურსით განვითარებას…

გვეყო ცალკეულად ბრძოლა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ,
გვეყო ცალკეულად ბრძოლა „რუსული თვითმფრინავების“ წინააღმდეგ,
გვეყო ცალკეულად ბრძოლა უკანონო დაკავებების წინააღმდეგ,

დღეს საჭიროა ბრძოლა ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეთან.

დღეს ვიბრძვით რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ…

დღეს გამოვდივართ ყველა სამართლიანობის აღსადგენად,
დღეს გამოვდივართ ყველა ქვეყნის საერთაშორისო კურსის დასაცავად…

არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პარტიას ემხრობი,
არ აქვს მნიშვნელობა ხარ დასაქმებული თუ ხარ უმუშევარი,
არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრობ თბილიში თუ რეგიონში,
არ აქვს მნიშვნელობა ხარ ახალგაზრდა თუ ზრდასრული,
არ აქვს მნიშვნელობა ყოფილხარ თუ არა სხვა აქციაზე,
არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ევროპა,
არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ამერიკა…

დღეს ეს მე-2 ხარისხოვანია….

დაიმახსოვრე შენ ხარ ქართველი, საქართველოს პატრიოტი, საქართველოს რიგითი ჯარისკაცი
და დღეს შენი სამშობლო დამოუკიდებლობას კარგავს…” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...