მთავარისიახლეებირატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე?...

რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე? – მიხეილ სააკაშვილი პროცესის გადადებაზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და იმ სასამართლო პროცესს ეხმაურება, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო. მისი განცხადებით, პროცესზე დასწრების საშუალება რომ მისცემოდა, ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გატეხეს.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ დღევანდელი მაგალითიც ადასტურებს, რომ პუტინის და “მისი ადგილობრივი მარეონეტების სამხედრო ტყვეა”.

“მე დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე. სპეციალურად აარჩიეს ე.წ. 7 ნოემბრის და არა პიჯაკების, ან საზღვრის კვეთის საქმე, რადგან ჩათვალეს, რომ PR-ის თვალსაზრისით თავიანთ რუსულ არხებზე ხმაურისთვის, მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. ესეც ვერ გაბედეს!

დღეს ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ ვიდრე ოდესმე, რაც დაანგრევდა მათ მთელ პროპაგანდას.

„სასამართლო“ გადადეს გაურკვეველი ვადით, მინიმუმ შემოდგომამდე. ესეც კარგად აჩვენებს, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოშლილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას მოვიგებთ მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით.

რა თქმა უნდა, დღევანდელი მაგალითიც ადასტურებს, რომ მე ვარ პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვე, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე.

რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე?

მე თავი გადავდე 2003-შიც, 2008-შიც, როცა არ დავტოვე საქართველო და მსოფლიო ფეხზე დავაყენე საქართველოს გადასარჩენად და 2021 წლიდან მოყოლებული დღემდე, რათა ამ სასიკვდილო განსაცდელისგან ვიხსნა საქართველო.

ჩემი ტყვეობა სამარცხვინო ფურცელია საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების ციხეში გამომწყვდევა. ქართველმა ხალხმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ეს უსამართლობა რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს.

საქართველო უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, კონკურენტულ პოლიტიკურ პროცესს ძალადობის, პოლიტპატიმრებისა და სხვა რუსული ნაღმების გარეშე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...