შეწყალება მორალის საკითხია – პრეზიდენტი სააკაშვილზე

0
205

იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო ქართველი ხალხის გრძნობები – ასე პასუხობს სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ჟურნალისტს შეკითხვაზე, რატომ არ იწყალებს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის პრეზიდენტის არაერთი მიმართვის მიუხედავად:

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს ის საკითხია, რომელიც “ყოფს საქართველოს მოსახლეობას”.

“მე პასუხისმგებელი ვარ პირველ რიგში ქართველი ხალხის წინაშე. როგორც პრეზიდენტი, მე ანგარიშს უნდა ვუწევდე იმას, რასაც ქართველი ხალხი გრძნობს. ქართველმა ხალხმა გადაიტანა სააკაშვილის რეჟიმის 9 წელი და ამ რეჟიმის შემდეგ ბევრი მსხვერპლი დარჩა. ეს არის საკითხი, რომლის ნიადაგზეც საქართველოს მოსახლეობა გაყოფილია. საქმე ის კი არ არის, რომ ქართველები სააკაშვილს უდანაშაულოდ თვლიან, არამედ ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ მას არ ეპყრობიან ისე, როგორც პრეზიდენტს შეშვენის. ქართველი ხალხი ძალიან ჰუმანური და ტოლერანტულია, მაგრამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მოსაზრებაა, რომ სააკაშვილმა საფასური უნდა გადაიხადოს იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მისი რეჟიმის დროს მოხდა. შესაძლოა მას თავად არ ჩაუდენია ეს დანაშაულები, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით იქნა ჩადენილი. ზოგადად ასეთი მოსაზრებაა. ამასთანავე არის მოსაზრება, რომ მას უნდა მოვეპყროთ ჰუმანურად და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. აღვნიშნავ, რომ ექსტრადიციაზე განაცხადი არ ყოფილა. ეს ყველაფერი მთავრობის პასუხისმგებლობაა. შეწყალება კი მორალის საკითხია და ამაზე მე პასუხს ვაგებ ხალხის წინაშე, თან სხვადასხვა მოსაზრების მქონე ხალხის წინაშე. მე ასევე ვმუშაობ დიპლომატიურ თანამეგობრობასთან, ევროპაში საკუთარი კავშირებიც მაქვს და ვცდილობ ვიმუშაო ხელისუფლებასთანაც, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, როგორ უნდა მოვეპყროთ ყოფილ პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ხელისუფლებისგან რეაქცია არ ყოფილა.” ამბობს ზურაბიშვილი “უკრაინსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

წინა სტატიაყველგან მნახავთ სადაც იქნებით და ყველგან დისკომფორტს შეგიქმნით – ემზო კვარაცხელია
შემდეგი სტატიაუნდა მოგვარდეს ოლიგარქიის პრობლემა. როგორ მოგვარება ეს, მხოლოდ – ჰერჩინსკი ქართველების გადასაწყვეტია –
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური