მთავარისიახლეებიმსოფლიოომის დასაწყისში ზალუჟნიმ კიევში ხიდების აფეთქების ბრძანება არ გასცა

ომის დასაწყისში ზალუჟნიმ კიევში ხიდების აფეთქების ბრძანება არ გასცა

Published on

ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში, როცა რუსული ურდოები კიევის დედაქალაქს კრიტიკულ მანძილზე მეტად მიუახლოვდნენ, გადაწყდა, ამოქმედებულიყო გეგმა, რომელიც კიევის მარჯვენა სანაპიროსთან დამაკავშირებელი ხიდების აფეთებას ითვალისწინებდა.

ამ გზით უკრაინელები უნდა ცდილიყვნენ, რომ მტერი სამთავრობო კვარტალში არ შეეშვათ.

ამ გეგმის წინააღმდეგ ვალერი ზალუჟნი ღიად გამოვიდა: “ხიდები ავაფეთქოთ? ეს იქნება ღალატი მარცხენა ნაპირზე დარჩენილების წინააღმდეგ: ღალატი, როგორც მოსახლეობის, ასევე ჩვენი სამხედროების!…” – თქვა მან თათბირზე, რის შემდეგაც გეგმის ამოქმედება გადაიდო.

მომდევნო დღეებში კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არათუ დედაქალაქის დაცვა და ფრონტის ხაზის მოშორებით გადატანა შეძლეს, მტერი დედაქალაქიდან საკმაოდ შორს განდევნეს.

უკრაინული დივერსია მელიტოპოლში: ქალაქი ოკუპანტებისთვის სულ უფრო საშიში ხდება

სიახლეები

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ის...

ვგმობთ ამაღლობელის პოლიტიზირებულ განაჩენს – 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა

ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის,...

ეს არაა განაჩენი, ეს არის დასჯის დემონსტრაციული აქტი-ამაღლობელის ადვოკატი

მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის თქმით, მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ გამოცხადებული განაჩენი მზია ამაღლობელის...

მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...