მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი, მათ შორის „აზოვსტალის“ დამცველები დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი, მათ შორის „აზოვსტალის“ დამცველები დაიბრუნა

Published on

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 ჯარისკაცი გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების 51 წარმომადგენელი (მათ შორის თავდაცვის ძალების 15 წევრი), ეროვნული გვარდიის 29 წევრი, 11 მესაზღვრე და ოთხი სამხედრო მეზღვაური. მათგან ორი ოფიცერია, დანარჩენები კი რიგითები და სერჟანტები არიან.

საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ შესაძლებელი გახდა დამცველების დაბრუნება, რომლებიც კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ და ქვედანაყოფ „ახმატის“ ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის (მათ შორის „აზოვსტალის“) და კუნძულ „ზმეინის“ დამცველები, ტყვეები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან. 27 გათავისუფლებული დამცველი დონეცკის მიმართულებას (მათგან ხუთი ქალაქ ბახმუტის მახლობლად) იცავდა. ასევე არიან ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის და სუმის მიმართულებების დამცველები.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...