მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 474-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 474-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინის არმია ეტაპობრივად ავითარებს კონტრიერიშების, ბრძოლით დაზვერვის მანევრირების მაღალ ტემპს ზაპოროჟიისა და დონეცკის ფრონტის მიმართულებებზე, რუსული საოკუპაციო ძალები დროულად ვეღარ ახდენენ რეაგირებას ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე, რის შედეგადაც უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა მოახდინეს ტაქტიკური დონის კონტრიერიშებიდან წარმატებული, მცირე მასშტაბის ბლიცკრიკის მოწყობა ფლანგებზე უშუალოდ ზაპროჟიისა და დონეცკის რეგიონების საზღვრის მომიჯნავედ და ზაპორჟიის დასავლეთ ფლანგზე…
ზაპოროჟიის ფრონტის ცენტრალურ მონაკვეთზე(ორეხოვო) სამწუხაროდ უკრაინის არმიის კონტრიერიში წარუმატებელი აღმოჩნდა კიდევე ერთხელ…გარკვეული დანაკაგრების შემდგომ დაიწყო გადაჯგუფება შემდგომი მანევრებისათვის, აღნიშნულ მიმართულებაზე ჩვენთვის კარგად ნაცნობი 58-ე არმია(რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა) იკავებს პოზიციებს რუსუთის არმიის სადესანტო ნაწილებთა ერთად, აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს საფრთხეს უკრაინის ქვედანაყოფებისათვის, რადგან ხერსონიდან გადმოსროლილი ნაწილების მიღების შემდგომ შესაძლოა მათ სცადონ ორივე ფლანგზე სიღრმეში შეჭრილი უკრაინული დანაყოფების მომარაგების გზების გადაკეტვა…
უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა ასევე მანევრების განხორციელება დაიწყეს ლუგანსკის ფრონტზე კუპიანსკი-სვატოვოს მონაკვეთზე რუსული საოკუპაციო ძალების მიმართულებით, ასევე დონეცკის რეგიონში ავდეევკა ბახმუტის ფრონტების მიმართულებაზე.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...