მთავარისიახლეებისაზოგადოებამუქარებით ვერ შემაშინებთ - ბექა ყორშია

მუქარებით ვერ შემაშინებთ – ბექა ყორშია

Published on

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ბექა ყორშია ამბობს, რომ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნულ როინ მეტრეველის ნათესავებმა გუშინ ყველას დაურეკეს, რომ მასზე გაკეთებული სიუჟეტი ეთერში არ გასულიყო. სიუჟეტში ბექა ყორშია მეტრეველს ნეპოტიზმსა და კორუფციაში ამხელს.

“გუშინ ყველას დაურეკეს. საერთოდ ყველას დაურეკეს ბტნი როინის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაგვეწყვიტა და არ გასულიყო, მაგრამ ცხადია, არავის სასაცილოდ არ ეყო. აქვე დავამატებ, რომ მუქარებით ვერ შემაშინებთ. მთლად რომ ქუჩაში თქვენმა შპანამ დანა გამიყაროს, მსხვერპლის როლს არ მოვირგებ და ამით სიამოვნებას არ მოგანიჭებთ.

იმაზე უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს და ძალიან კარგად ვიცი, რაზეც დგას თქვენი პროპაგანდა. თქვენი შიში მაქვს 0%-ით. ვიმეორებ – 0%-ით მეშინია თქვენი და რამე თუ მოხდა, არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას ვაპირებ. მართალია, ბევრ რამეში ვუმტყუნე და იმედი გავუცრუე ჩემს მშობლებს, მაგრამ ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია”, – წერს ბექა ყორშია.

სიუჟეტისთვის ბექა ყორშია მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

მეტრეველი აღნიშნულზე უპრობლემოდ დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია “სრულფასოვნად” უჭერს მხარს მმართველ გუნდს. ყორშიას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა უთხრა, რომ მომავალ კვირაში 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მასსა და პრემიერს შორის “უბრალოდ დაფიქსირებისთვის”, რაც მისივე თქმით, საქმისთვის იყო საჭირო.

სიახლეები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დროას წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების გამო 5000-5000 ათასი ლარით დაჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დროას წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების...

ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები აშშ-ში დაიწყო – სალომე ზურაბიშვილი IRI-ის ვიცე-პრეზიდენტს და ევრაზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტს და...

დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას! -18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში, დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება

"დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!" - 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება მოქალაქეები...

2024 წლის 11 თვეში წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში სანქციებით და ჯარიმებით 28 მილიონით მეტი თანხა შევიდა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტში სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით...