მთავარისიახლეები2024 წლის 11 თვეში წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში სანქციებით და ჯარიმებით 28...

2024 წლის 11 თვეში წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში სანქციებით და ჯარიმებით 28 მილიონით მეტი თანხა შევიდა

Published on

2024 წლის იანვარ-ნოემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტში სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით შესული თანხის რაოდენობა 28 მილიონით არის გაზრდილი, 2024 წლის 11 თვეში ბიუჯეტში ჯარიმებში გადახდილი თანხის მეშვეობით 357 821 417 ლარი შევიდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში კი 329 807 184 ლარი.

საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები თანახმად, გასული წლის 11 თვეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმებით და საურავებით ბიუჯეტში 302 284 319 ლარია შესული.

ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შემოსავალმა 271 469 163 ლარი შეადგინა.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები 203 634 383 ლარი.

დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმებით ბიუჯეტში 16 034 205 ლარი შევიდა.

უბილეთო მგზავრობის გამო 2 909 153 ლარი.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო სანქციებიდან 30 019 440 ლარი.

პერსონალური მონაცემთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევის გამო სანქციებიდან 178 100 ლარი.

2024 წელს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმებისა და საურავების, ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო სანქციებიდან შემოსული თანხის ოდენობა. შემცირებულია პარკირების და უბილეთო მგზავრობის ჯარიმების ოდენობა. რაც სავარაუდოდ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლების გულის მოსაგებად დარღვევებზე რეაგირების შემცირებას უკავშირდება.

კერძოდ, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ბიუჯეტში სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით 329 807 184 ლარი შევიდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმებითა და საურავებით 279 350 521 ლარი. ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან 254 238 176 ლარი, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები 198 195 949 ლარი, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმები 17 269 766 ლარი, უბილეთო მგზავრობის გამო 3 345 028 ლარი, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო სანქციებიდან 23 419 209 ლარი. პერსონალური მონაცემთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევის გამო სანქციებიდან 59 878 ლარი.

სიახლეები

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა. მოსამართლემ,...

“ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება” – დენბერი ამაღლობელის საქმეზე

"ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს...

“რუსეთმა, კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეიყვანა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში და...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, ოლიგარქის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მას ერთობლივ სამუშაო ჯგუფში...