ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს

0
233

ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშება „მანჩესტერ სიტის“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალური მატჩის შემდეგ უეფა-მ სეზონი შეაჯამა და ხვიჩა კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა, – ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„„ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია“, – წერია უეფა-ს გავრცელებულ ცნობაში.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონი შესანიშნავად ჩაატარა – ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარაცხელიას შეეძლო, მონაგარი კიდევ ორი გოლით გაეზარდა, მაგრამ „აინტრახტთან“ და „მილანთან“ ორი პენალტი ვერ გამოიყენა.

უეფა-მ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ქართველის პოზიციაზე „რეალის“ ბრაზილიელი შემტევი ვინისიუს ჟუნიორი დაასახელა.

წინა სტატიაუკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი, მათ შორის „აზოვსტალის“ დამცველები დაიბრუნა
შემდეგი სტატია15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდა გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური