მთავარისიახლეებისაზოგადოება83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი არაა ყველაზე საამაყო - იოსელიანი ბექა...

83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი არაა ყველაზე საამაყო – იოსელიანი ბექა ყორშიას სიუჟეტზე

Published on

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი “მთავარი არხის” ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტს აკრიტიკებს, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნულ როინ მეტრეველს ეხებოდა. ომბუდსმენი წერს:

“83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია”.

ცნობისთვის, ბექა ყორშია მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

მეტრეველი აღნიშნულზე უპრობლემოდ დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია “სრულფასოვნად” უჭერს მხარს მმართველ გუნდს. ყორშიას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა უთხრა, რომ მომავალ კვირაში 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მასსა და პრემიერს შორის “უბრალოდ დაფიქსირებისთვის”, რაც მისივე თქმით, საქმისთვის იყო საჭირო.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...