მას შემდეგ, რაც ეგვიპტის ქალაქ ჰურგადაში 23 წლის ვლადიმირ პოპოვი ზვიგენის ლუკმა გახდა, რუსეთის ელჩმა სპეციალური ვიდეო ჩაწერა, სადაც თანამოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ და გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასტუმროების ადმინისტრაციის მითითებები ბანაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ელჩი რუსებს უხსნის, როგორ უნდა იბანაონ წითელ ზღვაში ისე, რომ ზვიგენის ლუკმა არ გახდნენ…
ფაქტია, რომ ეს შეგონებები დაგვიანებულია 23 წლის პოპოვისთვის, რომელიც ზვიგენმა რამდენიმე დღის წინ იმსხვერპლა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპოვიო მშობლებთან ერთად, ჰურგადაში საცხოვრებლად იმიტომ გადავიდა, რომ უკრაინაში საომრად გამწესებისთვის თავი აერიდებინა, თუმცა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ვლადიმირ პოპოვი სულაც არ აპროტესტებს და არც არასდროს აპროტესტებდა რუსი სამხედროების სისასტიკეს უკრაინაში და მეტიც, დასცინოდა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა სახლებიც კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების შემდეგ წყალქვეშ აღმოჩნდა.
–
ზვიგენის თავდასხმა რუს ტურისტზე, ვიდეო ჩვენს ტელეგრამ-არხზე (+18);
აწ უკვე გარდაცვლილი რუსი ტურისტის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ვიდეო ჩვენს ტელეგრამ-არხზე.