მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტში PUMA შედის - მახასიათებლები

უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტში PUMA შედის – მახასიათებლები

Published on

აშშ-მა გამოაცხადა უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის შესახებ, რომლებშიც უპილოტო საფრენი აპარატები PUMA-ც შედის.

პაკეტში, ასევე შედის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტები HAWK. რაც შეეხება PUMA-ს, ის დაეხმარება უკრაინელებს სამიზნეებზე ზუსტ დარტყმებში. 

PUMA დრონების ახალი თაობაა და იმ დრონებისგან (“ფურია”, “ლელეკა 100”, Spectator, PD-1) რომლებიც უკვე აქვს უკრაინას შეიარაღებაში, გაუმჯობესებული ოპტიკით გამოირჩევა. 

ამ დრონებს კომპანია AeroVironment 2007 წლიდან ამზადებს. დრონების შემსყიდველი 20-მსდე სახელმწიფოა, მათი უმრავლესობა კი ნატოს წევრია. ყველაზე თანამედროვე მოდელებია Puma 3AE და Puma LE.

Puma 3AE უფრო მცირე მოპცულობისაა, მისი მახასიათებლები ასე გამოიყურება::

  • ფრთები მოძრაობაში – 2,8 მ, სიგრძე – 1, 4 მ. 
  • წონა: 6,8 კგ.
  • მართვის სიშორე: 20 კმ (მანძილი 60 კმ-მდე იზრდება დამატებითი კავშირის სისტემის LRTA-ს გამოყენების შემთხვევაში)
  • ფრენის ხანგრძლივობა: 2,5 სთ

Puma LE მოცულობითაც დიდია და უკეთესი მახასიათებლებიც აქვს:

  • ფრთები მოძრაობაში – 4,6 მ, სიგრძე – 2,2 მ. 
  • წონა: 12,2 კგ.
  • მართვის სიშორე: 20 კმ (მანძილი 60 კმ-მდე იზრდება დამატებითი კავშირის სისტემის LRTA-ს გამოყენების შემთხვევაში)
  • ფრენის ხანგრძლივობა: 6,5 სთ-მდე.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...