მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 473-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 473-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში უკვე დაწყებულია, თუმცა, როგორც მოლოდინი იყო, მძიმედ მიმდინარეობს. 

ორივე მხარეს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები, თუმცა, უკრაინას ჯერ არ ჩაურთავს ბრძოლაში ყველა რეზერვი. შენარჩუნებულია სრული სიჩუმის რეჟიმი.

ამავე დროს, უკრაინას უკვე მერამდენე ღამეა, მძიმე საჰაერო შეტევების გადატანა უწევს: ბრიანსკის მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში “შაჰიდების” შემოფრენაა შემჩნეული, გამოცხადებულია საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე რეგიონში. 

რაც შეეხება კონტრშეტევას, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის არმიის მხრიდან ზაპოროჟიის ფრონტის რამდენიმე სექტორზე ინტენსიური ტაქტიკური დონის მცირემასშტაბიანმა კონტრიერიშებმა შედეგი გამოიღო:

საბოლოოდ, რუსული საოკუპაციო ძალები იძულებული გახდნენ, გარკვეულ მიმართულებაზე სადაც თავდცავის პოზიციები შესუსტდა, დამატებით ძალები გადაესროლათ.

ეს შეუმჩნეველი არ დარჩა უკრაინის აეროდაზვერვის ჯგუფებისათვის და გამანადგურებელი საარტილერიო დაბომბვა განახორციელა რუსული პოზიციების მიმართულებით.

როგორც ჩანს, ზაპოროჟიის ფრონტზე ინტენსიური მანევრების მთავარი ამოცანაა მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების პოვნა თავდაცვის ზღუდეებში, საოკუპაციო ძალების მიზიდვა ამ მიმართულებაზე მათი საარტილერიო/სარაკეტო/საავიაციო დაბომბვებით განადგურება, მასშტაბური შეტევა კი დიდი ალბათობით სულ სხვა მიმართულებაზე იქნება ( ეს დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებაზე), თუმცა მანამდე მაქსიმალურად უნდა მოხდეს რუსული საოკუპაციო ძალების გამოფიტვა, ფრონტის ხაზების სტაბილიზაცია და ოპერატიული ინიციტიავის სრულად დაუფლება.

გამომდინარე აქედან, მსგავსი ტაქტიკური დონის მანევრები ფრონტის ამ მიმართულებაზე პერიოდულად გაგრძელდება. 

რუსლან შავაძე

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...