მთავარისიახლეებისაზოგადოებასტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს Free Misha-ს კამპანიას - პაპუაშვილი

სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს Free Misha-ს კამპანიას – პაპუაშვილი

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს Free misha-ს კამპანიას. მის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა პოლიტიკური კორუფციისა.

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს Free misha-ს კამპანიას. ეს სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ხელის გულზე დევს. სააკაშვილი ვიდრე საქართველოში შემოიპარებოდა და ციხეში აღმოჩნდებოდა, მანამდეც ვხედავდით, როგორ დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების კორიდორებში, როგორ ართმევდნენ ხელს, მასთან, კრიმინალ ადამიანთან სემინარს ატარებდნენ. ადამიანთან, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამაზე არავინ დავობს.

სააკაშვილს ვინც მაშინ ახალისებდა, მათ შორის, იმით, რომ საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა, შემოპარულიყო და ქვეყანა აერია, დღეს ეს ადამიანები დგანან და კვლავ იცავენ, მის ციხიდან დახსნას ცდილობენ. ამას პოლიტიკური კორუფციის გარდა, ჯიუტ „ფრი მიშას“ კამპანიად ვერ ავხსნი”, – თქვა პაპუაშვილმა პირველი არხის ცნობით.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...