მთავარისიახლეებისაზოგადოებაშვედეთი NATO-ს უფლებას მისცემს, მის ტერიტორიაზე ჯარები ალიანსში გაწევრიანებამდე განათავსოს

შვედეთი NATO-ს უფლებას მისცემს, მის ტერიტორიაზე ჯარები ალიანსში გაწევრიანებამდე განათავსოს

Published on

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულაფ კრისტერსონის და თავდაცვის მინისტრის, პოლ ჯონსონის საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ შვედეთი NATO-ს უფლებას მისცემს, ჯარები თავის ტერიტორიაზე განათავსოს მანამ, სანამ ის ოფიციალურად შეუერთდება თავდაცვის ალიანსს.

“მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება განახორციელონ მზადება NATO-სა და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად, რათა მომავალი ერთობლივი ოპერაციები უზრუნველყონ”. – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, რუსეთი ახლო მომავალში მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხედ დარჩება და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინს ტერიტორიული ამბიციების მასშტაბი გაურკვეველია.

“სამზადისი შეიძლება შედგებოდეს შვედეთის ტერიტორიაზე უცხოური აღჭურვილობისა და პერსონალის დროებით განთავსებაზე. გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს და აძლიერებს შვედეთის თავდაცვას”. – ნათქვამია გაზეთ Dagens Nyheter-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...