მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 471-ე დღე - სად რა ხდება უკრაინაში

ომის 471-ე დღე – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

ზ ა პ ო რ ო ჟ ი ე შ ი, მიუხედავად გააფთრებული წინააღმდეგობისა, უ კ რ ა ი ნ უ ლ მ ა მოიერიშე ჯავშან-სატანკო ნაწილებმა (მათ შორის Leopard 1-ით და Leopard 2-ით), ქ. ო რ ხ ო ვ ო ს მხრიდან გაარღვიეს მტრის I თავდაცვის ზღუდე, ბრძოლებით გაიარეს 4-5 კმ.

ნ ო ვ ო დ ა ნ ი ლ ო ვ კ ა ს და მ ა ლ ო ტ ო კ მ ა ჩ კ ა ს მიდამოები და დაბა რ ო ბ ო ტ ი ნ ო ს იერიში დაიწყეს. ამ გარღვევიდან დასავლეთით, უ კ რ ა ი ნ ე ლ ე ბ მ ა გაათავისუფლეს: ლ ო ბ კ ო ვ ო და პ ი ა ტ ი ხ ა ტ კ ი და შეტევა ვ ა ს ი ლ ი ვ კ ა ს მიმართულებით განავითარეს.

აღმოსავლეთით ასევე მძიმე ბრძოლებით გაიარეს ნ ო ვ ო პ ო კ რ ო ვ კ ა და ბ ა გ ა ტ ე და შეტევა პ ო ლ ო ჰ ი ს მხარეს მიმართეს. სახმელეთო იერიშებს თან ახლავს: ვასილევკაში, კამინკაში, პოლოჰსა და ტოკმაკში მდებარე მტრის თავმოყრის ადგილების საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო განუწყვეტელი (24 საათიანი) დამუშავება, რაც ფიტავს მტრის ზურგს და რეზერვებს.

ბრძოლები გააფთრებულ და სასტიკ ხასიათს ატარებს, ხოლო უ კ რ ა ი ნ ე ლ ე ბ ს (და მათ გვერდზე მებრძოლ ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ს), მტრის ღრმად ეშელონირებული (თან დანაღმული) თავდაცვის ზღუდეების გარღვევა უწევთ.

ზაზა ჭაია

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...