რუსებმა უკრაინაში უკვე 486 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 1 009-ზე მეტი

0
188

8 ივნისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 486 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 009 -ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში – 464; ხარკოვის ოლქში – 283, კიევის ოლქში – 128, ჩერნიგოვის ოლქში – 70, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 89, ხერსონის ოლქში – 105, ზაპოროჟიეს ოლქში – 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 80.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

წინა სტატიავრცელდება ინფორმაცია კახოვსკის ოლქში დაღუპულთა შესახებ
შემდეგი სტატიაგერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური